მთავარი
პროექტებიდასრულებულიტოპო–გეოდეზიური და საკადასტრო აზომვა
ტოპო–გეოდეზიური და საკადასტრო აზომვა

საკადასტრო აზომვები ორთოფოტოს საფუძველზე

წელი: 2009
დამკვეთი: "სოკარ ჯორჯია"

საკადასტრო აზომვა ორტოფოტოს საფუძველზე 1:2000 მასშტაბში გაკეთდა. აზომილ იქნა როგორც თავად დამკვეტის საკუთრებაში არსებული, ასევე მუნიციპალიტეტისა და სხვა მესაკუთრეების საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენები. დადგინდა მათი პარამეტრები: სიგრძე, დიამეტრი, სიმაღლე/სიღრმე, წნევა, არმატურის განლაგება. არსებული ინფორმაცია ინტეგრირდა ერთიან გეომონაცემთა ბაზაში.
ასევე მომზადდა საკადასტრო ნახაზები საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე წარსადგენად.
საკვლევი ტერიტორია მოიცავდა შემდეგ რაიონებს: ჩოხატაური, ლანჩხუთი, ოზურგეთი, წყალტუბო, ახმეტა, ყვარელი, გარდაბანი, მცხეთა, აბაშა. აზომილი გაზსადენი მილების საერთო სიგრძემ 540 კმ შეადგინა.

--------------------------------------------------------

წელი: 2009
დამკვეთი: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

თითოეულ ნაკვეთზე შესრულდა საველე ტოპოგეოდეზიური აგეგმვა 1:500 მასშტაბში თითქმის მთელი თბილისის მასშტაბით. სავარაუდო წითელი ხაზების და ქალაქის არქიტექტურის ზედამხედბველობის სამსახურში დამტკიცების შემდეგ თოთოეულ ნაკვეთზე საკადასტრო გეგმა მომზადდა.

--------------------------------------------------------

წელი: 2009
დამკვეთი: შპს "ჰორიზონტი"

12 საყრდენი საველე საკონტროლო წერტილის მდებარეობა მოცემულ ტერიტორიაზე დამკვეთთან ერთად წინასწარ განისაზღვრა. მოხდა ამ წერტილების ადგილზე გამყარება ლითონის ნიშნულების ჩაბეტონებით. თითოეულ წერტილზე GPS ხელსაწყოს გამოყენებით მოხდა დაკვირვება სტატიკური რეჟიმით. რის საფუძველზეც გამოთვლილი იქნა წერტილების კოორდინატები WGS-84 კოორდინატთა სისტემაში.

--------------------------------------------------------

წელი: 2009
დამკვეთი: სს "თბილისის საერთაშორისო აეროპორტი"


საველე სამუშაოები თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე ჩატარდა. საკვლევი მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრის დაზუსტების შემდეგ, აიზომა მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების ქსელი და შენობა-ნაგებობები. დამკვეთთან ერთად განისაზღვრა სერვიტუტით დასატვირთი ტერიტორიები. მომზადდა სრული საკადასტრო გეგმები და ნაკვეთები დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
2005 წლის ტოპოგრაფიული გეგმის განახლების საფუძველზე შედგა 1:2000 მასშტაბის სიტუაციური გეგმა.

--------------------------------------------------------

წელი: 2009
დამკვეთი: შპს "საქართველოს გაერთიანებული ტელეკომი"

ბათუმი-თბილისის მონაკვეთზე დაკმვეთთან ერთად მოხდა "საქართველოს გაერთიანებული ტელეკომის" ბოჭკოვანი კაბელის საველე აზომვა და აღნიშნული კაბელის საკადასტრო გეგმის მომზადება საჯარო რეესტრის მოთხოვნის შესაბამისად.