მთავარი
პროექტებიდასრულებულიტურიზმი და რეკრეაცია
ტურიზმი და რეკრეაცია

"ახალი გუდაურის" განაშენიანების რეგულირების გეგმა

წელი: 2008
დამკვეთი: კერძო ინვესტორები

"ახალი გუდაურის" განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს დღეისათვის დაუსახლებელ და აუთვისებელ ტერიტორიაზე, რომელიც ზღვის დონიდან 2 000-დან 2 500 მეტრზე მდებარეობს და წარმოადგენს ალპურ მდელოს, ახალი 8-10 ათას კაცამდე ტევადობის თანამედროვე ალპური ტიპის დასახლების შექმნას და მისი არქიტექტურულ-გეგმარებითი, საინჟინრო და მთის ინფრასტრუქტურისათვის დამახასიათებელი გარემოებების დეტალურ შესწავლას, ტერიტორიების სივრცით-ფუნქციურ გადაწყვეტას და სამთო ინფრასტრუქტურის განვითარების ტექნოლოგიური და მარკეტინგული დეტალების ანალიზს.
საპროექტო ტერიტორიაზე განხორციელებულია მაღალი სიზუსტის აეროგადაღება, დამზადებულია ფერადი ციფრული ორთოფოტოები და შექმნილია 1:2 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა საველე გეოდეზიური და აეროფოტოგრამმეტრიული მეთოდების კომბინირების საფუძველზე.
პროექტი უნიკალურია იმით, რომ დაგეგმარება მიმდინარეობდა აუთვისებელ ტერიტორიაზე და ახალი დასახლება სრულად ინტეგრირებული და თავსებადია გუდაურში არსებულ და პერსპექტიულ სათხილამურო არტერიებთან, გუდაურის არსებულ განაშენიანებასთან და რაც მთავარია, გუდაურის, როგორც ერთიანი სამთო-სათხილამურო და ტურისტული ცენტრის განვითარების კონცეფციასთან.


--------------------------------------------------------  


ბეშუმი - ახალი სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების პერსპექტივის შეფასება

წელი: 2009
დამკვეთი: აჭარის მთავრობა 

გოდერძის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფ. დანისპარაულიდან კურორტ ბეშუმის ჩათვლით ჩატარდა კვლევა, რომელიც სათხილამურო სპორტის და ტურიზმის განვითარების პერსპექტივის შეფასებას ისახავდა მიზნად.
შესწავლილ იქნა 20 კვ.კმ. ფართობზე სათხილამურო ტრასების შესაძლო განლაგება და მათი პარამეტრები: სიგრძე, დახრილობა, სიმაღლეთა სხვაობა, ფართობი. შერჩეულ იქნა შესაბამისი საბაგირო გზები და დაპროექტდა მათი განლაგების გეგმა ურთიერთკავშირის გათვალისწინებით. ტრასების ბოლოს გამოიყო ტერიტორია განაშენიანებისათვის. გარდა მისა, დადგინდა მოთხილამურეთა რაოდენობა ერთდროული და უსაფრთხო სრიალისთვის და ასევე ყველა ტიპის დამსვენებელთა რაოდენობა.


--------------------------------------------------------  


სათხილამურო ტრასების ჰომოლოგიზაცია გუდაურში


წელი: 2009
დამკვეთი: საქართელოს სათხილამურო ფედერაცია 

კურორტ გუდაურისათვის შემუშავდა ახალი სათხლამურო ტრასის - "კუდები"-ს ჰომოლოგიზაციის პროექტი. ტერიტორიის ტოპო-გეოდზიური შესწავლის შედეგად განისაზღვრა ქალთა და მამაკაცთა გიგნატური სლალომისა და სწრაფდაშვების ტრასების განლაგება და პარამეტრები: ტრასის სიგრძე შეადგენს 3.6 კმ-ს, სიმაღლეთა სხვაობა მერყეობს 13-43% შორის; სასტარტო პუნქტი მდებარეობს ზღვის დონიდან 2930 მ-ის სიმაღლეზე; ასევე, განისაზღვრა ორი საბაგიროს განლაგება.
"კუდები"-ს ჰომოლოგიზაციის პროექტი წარდგენილი იქნება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციაში საერთაშორისო სერთიფიკატის მისაღებად.