მთავარი
სიახლეებიგეოსაინფორმაციო სისტემებისა ...
გეოსაინფორმაციო სისტემებისა და დისტანციური ზონდირების მომხმარებელთა X საერთაშორისო კონფერენციის მასალები
04
ნოე
09

დისტანციური ზონდირებისა და გეოსაინფორმაციო სისტემების მომხმარებელთა X საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 2009 წლის 9 ოქტომბერს გაიმართა.

წინა წლებისგან განსხვავებით კონფერენცია მხოლოდ ერთდღიანი იყო, თუმცა შინაარსობრივად მრავალფეროვანი და საინტერესო გამოდგა, რაზეც მომხსენებელთა რაოდენობა და სავსე დარბაზი მეტყველებდა.

კონფერეცნია "გეოგრაფიკმა" თავისი 10-წლიანი მოღვაწეობის შეჯამებით გახსნა, ხოლო უცხოელმა და ადგილობრივმა პარტნიორებმა გის-ის გარემოში შესრულებული პროექტები და გის-ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაჩინო მაგალითები წარმოადგინეს. აღსანიშნავია ESRI-ის წარმომადგენლის, ბატონი ვ. გავეცკის სტუმრობა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა ESRI-ის საქმიანობასა და მიმართულებებზე. კოლეგებმა სომხეთიდან (GeoCom) და საქართველოდან (მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, ჯეოლენდი, იდეა დიზაინ ჯგუფი, გის-ლაბი), პარტნიორებმა და მომხმარებლებმა (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, სეისმური მონიტორინგის ცენტრი) მიმოიხილეს გეო-ტექნოლოგიების დანერგვის უპირატესობები და ყურადღება გაამახვილეს  სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროექტებში გის-ის გამოყენების მნიშვნელობაზე. დეტალურად იქნა განხილული გეოურბანისტული პროექტები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით მიმდინარე პროექტები, გარემოსდაცვითი და სეისმური ანალიზის პროექტები და სხვ.

კონფერენციის ნაწილს წარმოადგენდა გამოფენა, რომლზეც წარმოდგენილი იყო "გეოგრაფიკის" მიერ გის-გარემოში შესრულებული პროექტების კარტოგრაფიული და აეროგადაღების მასალები. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო კომპანია "ჯეოლენდმაც".

გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი "გეოგრაფიკის" მიერ ჩატარებული ყოველწიური კონფერენციები ხელს უწყობს გეო-ტექნოლოგიების შესაძლებლობების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაღრმავებას.

გალერეა

კონფერენციის დღის განრიგი