მთავარი
პროგრამებიDesktop GIS (სამაგიდო გის-ი)
Desktop GIS (სამაგიდო გის-ი)

Desktop GIS (სამაგიდო გის-ი) ახორციელებს სივრცით ანალიზს, ოპერაციული პროცესების მოდელირებას და შედეგების ვიზუალიზაციას მაღალი ხარისხის რუკების სახით პროფესიონალურ დონეზე.

 

ArcInfo

ArcInfo წარმოადგენს ყვლაზე სრულყოფილ სამაგიდო გის პროგრამულ უზრუნველყოფას: ის მოიცავს ArcEditor-ისა da Arcview-ს სრულ ფუნქციონალობას, რასაც ემატება სივრცითი ანალიზის, დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებისა და კარტოგრაფიის სპეციფიური ინტრუმენტები. ArcInfo-ს შესაძლებლობებს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში  მონაცემების შექმნის, რედაქტირებისა და ანალიზისთვის, სწრაფი და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.  ფაქტიურად, ArcInfo წარმოადგენს გის პროგრამული უზრუნველყოფის სტანდარტს.

ArcInfo-ს შესაძლებლობები მოიცავს:

• გის მონაცემთა მაღალი დონის ანალიზისა და მოდელირების ინსტრუმენტებს
• გადაფარვის, სიახლოვისა და ზედაპირის ანალიზისა და რასტრული ფაილების დამუშავებისა და გარდაქმნისათვის სპეციალურად შექმნილი დახვეწილი ინსტრუმენტებს
• მონაცემების სხვადასხვა ფორმატში შექმნისა და გადაყვანის ინსტუმენტებ
• პერსონალურ მონაცემთა ბაზებისა და მრავალმომხმარებლიანი სერვერული მონაცემთა ბაზების და ობიექტთა ნაკრებების შექმნისა და მართვის შესაძლებლობებს
• ფართო ფუნქციონალობის დახვეწილ კარტოგრაფიული ინსტრუმენტებს პროფესიონალური დონის რუკების შესაქმნელად
• სპეციფიური სიმბოლოებისა და რთული შედგენილობის ანოტაციებისა და წარწერების შექმნისა და რუკაზე განთავსების ინსტრუმენტებს

 

ArcEditor

ArcEditor წარმოადგენს ძლიერ სამაგიდო სისტემას გეოგრაფიული მონაცემების რედაქტირებისა და მართვისათვის. ArcView-ს fუნქციებთან ერთად, ის მოიცავს რედაქტირების სპეციფიურ ინსტრუმენტებს უფრო მაღალი ხარისხის მონაცემების მისაღებად. ArcEditor-ის საშუალებით შესაძლებელია მონაცემების როგორც ინდივიდუალური, ისე მრავალმომხმარებლიანი რედაქტირება, და ასევე კავშირის გაწყვეტა/აღდგენა სერვერულ მონაცემთა ბაზასთან და ველზე რედაქტირება.

ArcEditor-ის გამოყენებით შესაძლებელია:

• ერთდროულად რამდენიმე მომხმარებლის მიერ პროგრამაში მუშაობა და მონაცემების რედაქტირება
• ობიექტებს შორის სივრცითი ურთიერთკავშირების შექმნა და უზრუნველყოფა ტოპოლოგიისა და შემოწმების ინსტრუმენტების გამოყენები
• ერთდროულად რამდენიმე სამუშაო პროცესის წარმართვა და ადმინისტრირება, და მონაცემთა ხარისხის შემოწმების პროცედურების გამოყენება
• მონაცემთა ბაზების მონიტორინგი დროში და შესაძლო განვითარების სცენარების შეფასება
• რასტრული მონაცემების გარდაქმნა ვექტორულ მონაცემებში და დასკანერებული რუკების საფუძველზე მონაცემების შექმნა

 

ArcView

ArcView წარმოადგენს გის პროგრამულ უზრუნველყოფას გეოგრაფიული მონაცემების ვიზუალიზაციის, მართვის, შექმნისა და ანალიზისათვის.

ArcView-ს გამოყენებით  შესაძლებელია:

• მონაცემების გეოგრაფიული კონტექსტის ერთიანი აღქმა, სივრცითი კავშირების დადგენა და შაბლონების იდენტიფიცირება
• რუკის შაბლონების შექმნა დროის დაზოგვისა და რუკების ერთიანი, სპეციფიური სტილის ჩამოყალიბების მიზნით
• სამუშაო პროცესების მოდელების აგება და სკრიპტების შექმნა მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის პროცესების ავტომატიზირების მიზნით
• 70 სხვადასხვა ტიპისა და ფორმატის მონაცემების წაკითხვა, იმპორტი და მართვა, დემოგრაფიული და ინფრასტრუქტურული მონაცემების, აუტოკადის ნახაზების,      კოსმოსური     სურათების და აეროგადაღებების, ვებ სერვისების, მულტიმედია და მეტამონაცემების ჩათვლით
• დინამიური და სტატიკური გის მონაცემების გამოქვეყნება, დაბეჭდვა, გავრცელება და ურთიერთგაცვლა
• ძიების, იდენტიფიცირებისა, გაზომვისა და ჰიპერლინკის ინსტრუმენტების გამოყენება იმ ინფორმაციის აღმოსაჩენად, რომლის დანახვა შეუძლებელი იქნებოდა უბრალო სტატიკურ ქაღალდის რუკაზე

 

უკან დაბრუნება