მთავარი
პროექტებიარქივიგარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები მართვა
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსები მართვა

E-60 (თბილისი-ლესელიძე) საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთის (კმ 56 - 80) მოდერნიზაციის პროექტი
გარემოზე ზემოქმედების შეფასების, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმისა და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება

წელი: 2006-2007
დამკვეთი:  საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

საქართველოს ეკონომიკის ევროპულ ეკონომიკურ სივრცესთან დაახლოვებამ, სატრანზიტო სატრანსპორტო ფუნქციის შეძენამ და ამის შედეგად საავტომობილო გადაზიდვების გაზრდილმა მოთხოვნამ დღის წესრიგში დააყენა საქართველოში არსებული გზების რეკონსტრუქციის და, ზოგ შემთხვევაში, ახალი უსაფრთხო მონაკვეთების მშენებლობის აუცილებლობა, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად. E-60 საავტომობილო მაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთის (კმ 56–80) მოდერნიზაციის პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
გარემოზე ზემოქმედების შეფასება, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმა, სოციალური ზემოქმედების შეფასება და განსახლების (კომპენსაციების) სამოქმედო გეგმა განხილული იქნება საზოგადოებასთან კონსულტაციების პროცესში.

--------------------------------------------------------

მტკვარ-არაქსის აუზის გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა

წელი: 2001-2002
დამკვეთი:  Development Alternatives Inc.

მდ. მტკვარისა და არაქსის აუზების გეოინფორმაციული სისტემა 2001-2002 წლებში შეიქმნა. პროექტის მიზანი იყო მტკვარ-არაქსის აუზის წყლის რესურსების სარგებლობის დაგეგმვა და რეგიონულ დონეზე წყლის რესურსების მოხმარების მართვის გაუმჯობესება.
1:200 000-იანი და 1:500 000-იანი მასშტაბის გეომონაცემთა ბაზაზე შეიქმნა სხვადასხვა მასშტაბის და თემატიკის რუკები; აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს ჰიდრომეტ-სამსახურებისათვის დამუშავდა მონაცემების მართვისა და ვიზუალიზაციის ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფა; მომზადდა ინტერნეტ-გვერდი: www.daiwater.com.
პროექტის შედეგები გადაეცა სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ჰიდრომეტსამსახურებს და განხორციელდა სწავლება მისი შემდგომი განახლებისა და ექსპლუატაციის მიზნით.